იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, საჩხერი რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რაც  ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.


 
•პროექტის ფარგლებში  განახლდა სასამართლოს შენობის პორტალი, მოეწყო განათებული სიმბოლიკები-გერბი და წარწერები;

•სასამართლოს ორივე სართულზე გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზები;

 • რეაბილიტირდა საბადრაგო სივრცე და საკანი;

 •პროექტის მიხედვით, სამუშაო ოთახებში და სხდომათა დარბაზებში მოიხვეწა პარკეტის იატაკი, რომელიც შემდგომ დაიფარა მაღალი ხარისხის სამი ფენა ლაქით;

•ორივე სართულის დერეფანსა და ფოიეში მოეწყო ასევე მაღალი ხარისხის, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამი პერფორირებული ამსტრონგის ჭერი;

•გარემონტებული საბადრაგო სივრცე აღიჭურვა ანტივანდალური სანათებით;

•ავტომანქანის  გარემო ფაქტორებით  გამოწვეული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს შიდა ეზოში, ლითონის მსუბუქი კონსტრუქციით მოეწყო ავტოსადგომი ბეტონის იატაკით.