ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს, 2017 წლის სექტემბერში შემოუერთდა დამატებით მიწის ფართი, რომელიც საჭიროებდა კეთილმოწყობას. ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო მოწყობილიყო წყალგადამყვანი სისტემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს დაგეგმა და სატენდერო პირობების დაცვით დაიწყო ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოსთვის მომატებული ფართის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში ახლად მომატებულ ფართის წინა ნაწილზე, განხორციელდა შემომსაზღვრელი ღობის მოწყობა, დაიგო არმირებული ბეტონი, მოეწყო სანიაღვრე არხები ლითონის თავსახურით, რომელიც დამუშავდა ანტიკოროზიული საღებავით.
ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებით, აღიკვეთა გარეშე პირთა კუთვნილი ავტომობილების უნებართვოდ სასამართლოს ტერიტორაზე შემოყვანა. ასევე ეზოს კითილმოწყობით სასამართლოში მიმსვლელი მოქალაქეებისთვის, შესაძლებელი გახდა ნალექიან ამინდშიც უსაფრთხოდ მისვლა სასამართლოს შენობამდე.