იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოს შენობაში.
მთლიანად შეიცვალა სახურავი, გარემონტდა წინა და უკანა ფასადი ( პირველი სართულის დონეზე და პორტალი). ორ დარბაზში ჩატარდა სამღებრო სამუშაოები-გაიკრა ე.წ. ფრიზელინი და შეიღება.