იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ილია
დევიძემ,
სსიპ
საერთო
სასამართლოების
დეპარტამენტის
თავმჯდომარის
მოადგილე
გიორგი
კურცხალიამ,
სსიპ
საერთო
სასამართლოების
დეპარტამენტის
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის
სამმართველოს
უფროსმა
ალექსი
ლოლიშვილმა, ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლოს
თავმჯდომარე
ამირან
ძაბუნიძემ,
ამავე
სასამართლოში
მიმდინარე
სარეაბილიტაციო
სამუშაოები
დაათვალიერეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სასამართლოს შენობა ქუთაისის ისტორიული ნაწილში მდებარეობს და თავად შენობა
1894 წელს
არის
აშენებული, წარმოადგენს
კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. შესაბამისად რეაბილიტაციის პროექტი შეთანხმებულ იქნა,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ითვალიწიენებს, სასამართლოს შენობის ინტერიერში
სარემონტო
და
სარეაბილიტაციო
სამუშაოების
ჩატარებას. სასამართლოს შენობაში შიდა გადაგეგმარების შედეგად, მესამე სართულზე ხორციელდება დერეფნის გადატიხვრა, იმისათვის, რომ გაჩნდეს მეტი დამოუკიდებელი
სამუშაო
სივრცე.
შედეგად, მოეწყობა
ხუთი
დამუკიდებელი
სამუშაო
ოთახი.
შენობის
პირველ
სართულზე მიმდინარეობს დამატებით სველი წერტილის მოწყობა მოქალაქეებისა და შშმ პირებისთვის. შენობის შესასვლელში, თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად
მოეწყობა
პანდუსი
შშმ პირთათვის
და
მოხდება სასამართლოს ძირითადი შესასვლელის ადაპტირება. ეწყობა სამედიაციო სივრცეები, რადენიმე სამუშაო ოთახში,
მათ
შორის
პროკურორის
და
ადვოკატის
ოთახში ჩატარდება სარემონტო-სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
იცვლება სასამართლოს ძირითადი, მთავარი
ფასადიდან
შესასვლელის და გვერდით ფასადზე არსებული კარები. მიმდინარეობს
გარე
პერიმეტრზე, ახალი
სველი
წერტილების
მოწყობა ვიზიტორებისთვის, რომელიც
ადაპტირებული
იქნება
შშმ
პირებისთვის.
დასრულდა
საქვაბის
და
დამხმარე
შენობის სახურავის რეაბილიტაცია. არსებულ პანდუსებს
ჩაუტარდება
სარემონტო-სარეაბილიტაციო
სამუშაოები,
რომლებიც სრულად ადაპირებული იქნება შშმ პირებისთვის. პანდუსის ორივე ბაქანი გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით, გამოყენებული იქნება ჭედური ორნამენტი და სახურავი მოეწყობა გამჭვირვალე გამომწვარი შუშისგან. შენობის
პირველ
სართულზე
მოეწყობა
ე.წ ტაქტილური
ბილიკები. სრული რეაბილიტაცია უტარდება საბადრაგო სივრცეს და საკნებს, სადაც ასევე
გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო
ერთი წინასწარ დაკავების საკანი.
სასამართლოს შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების შემდგომ, დეპარატმენტი გეგმავს სასამართლოს შენობა აღჭურვოს შესაბამისი
ავეჯით და ინვენტარით.
შეხვედრაზე ასევე
განიხილეს სასამართლოს შენობაში არსებული პრობლემები, სამომავლოდ დასაგეგმი ინფრასტრუქტურული
პროექტები, სასამართლოში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების საკითხი.