იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ილია დევიძემ, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კურცხალიამ, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ალექსი ლოლიშვილმა და სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძემ, ამავე სასამართლოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სასამართლოს შენობაში არსებული პრობლემები, სამომავლოდ დასაგეგმი ინფრასტრუქტურული პროექტები, სასამართლოში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების საკითხი.
უნდა აღინიშნოს, რომ სენაკის რაიონულ სასამართლოში, 2009 წლის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა, რის გამოც სასამართლოს თანამშრომლებისთვის, აუცილებელი იყო სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარატმენტმა, 2021 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, დაიწყო სენაკის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრულად გარემონტდა სასამართლოს ორივე სართულზე სამუშაო ოთახები, სხდომათა დარბაზები. შენობაში, შიდა გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო ერთი სამუშაო ოთახი. სრული რეაბილიტაცია უტარდება საბადრაგო სივრცეს და საკნებს, სადაც ასევე გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო ერთი საკანი, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ბრალდებულის სახით და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მოსათავსებლად. მიმდინარეობს ფასადის რეაბილიტაცია, ეზოს მხარეს დაიგო ბეტონის საფარი.
შენობაში გათვალისწინებულია ხანძრის აღმოჩენის ავტომატური სისტემა (სიგნალიზაცია), რაც მოიცავს: სახანძრო, საგანგაშო, ავარიული განათების და გარე ჰიდრანტის სისტემას. შენობა აღიჭურვება, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური სახანძრო მოწყობილობებით, ასევე სახანძრო სტენდებით, საევაკუაციო გეგმებით და პირველადი ქრობის საშუალებებით. კვამლის, კომბინირებული, მხუთავი გაზის და ბუნებრივი აირის ავტომატური დამისამართების მგრძნობიარე დეტექტორები, დამონტაჟდება მთელს შენობაში, რომლებიც ამოქმედდება კვამლის, მაღალი ტემპერატურის, გაზის და მხუთავი აირის დაფიქსირების დროს. სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს შენობაში ელექტროენერგიის გათიშვას. განგაშის შესახებ ხმოვანი და SMS შეტყობინება, სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით გაეგზავნება სასამართლოს წარმომადგენლებს. მთელს შენობაში დამონტაჟდება ავარიული განათების სისტემა, რომელიც ემსახურება ხანძრის ან საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ხალხის სწრაფ და ეფექტურ ევაკუაციას.
სასამართლოს შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, დეპარატმენტი გეგმავს სასამართლოს შენობა აღჭურვოს შესაბამისი ავეჯით და ინვენტარით.