სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ილია დევიძე უხელმძღვანელებს. ახალი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანამშრომლებს წარუდგინა.
ილია დევიძე სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი წლის ვადით დაინიშნა.