იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დაკვეთით, ფოთის საქალაქო სასამართლოში
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგა ფოთის საქალაქო
სასამართლოს 2008 წლამდე არსებული ფასადი, რომელიც შეიფუთა ე.წ „xps“-ის ფილებით და შეიღება რეაბილიტაციამდე არსებულ ფერში.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება შენობის ადაპტირება
შშმ პირთათვის, რისთვისაც მონტაჟდება ორი ლიფტი (ამწე-პლატფორმა). ეწყობა სახანძრო
სიგნალიზაცია და წყლით ქრობის სისტემები. ასევე ეწყობა თანამედროვე გათბობა-გაგრილების
სისტემა, რეაბილიტირდება სართულები, სამუშაო
ოთახები და სხდომათა დარბაზები. კეთილმოეწყობა შენობის ეზო.
ვინაიდან
შენობა განთავსებულია ქალაქ ფოთის ისტორიულ ნაწილში, პროექტი შეთანხმებულია საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.