იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო
სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით 2020-2021
წწ. საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სრულად გარემონტდა საბადრაგო ბლოკი, სადაც მოეწყო გათბობა-გაგრილების სავენტილაციო სისტემები. მოეწყო არასრულწოვანთა დროებითი მოთავსების საკანი.
გარემონტდა საბადრაგოდან სასამართლო დარბაზებისკენ მიმავალი კიბის უჯრედი.
შშმ პირთათვის მოეწყო სველი წერტილი და სტანდარტების შესაბამისი პანდუსი.
გარემონტდა შენობის ქუჩაზე გამომავალი ფასადი.
შენობაში განხორციელდა შიდა გადაგეგმარება, რითაც გაიზარდა სამუშაო ოთახების რაოდენობა.