იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2020-2021 წწ. ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მედიაციის სივრცეების მოწყობის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.
მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 27.12.2019წ. N1/366 გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა დაიწყო სამედიაციო სივრცეების მოწყობა საერთო სასამართლოებში.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამია ფხაკაძის ინიციატივით, გაეროს და ევროსაბჭოს დაფინანსებით 2018 წელს სამედიაციო სივრცე მოეწყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2018წ. ოქტომბერში იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰერცელი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს რუსთავის სასამართლოში მოწყობილი სამედიაციო სივრცის კონცეფციას.
მოწონებული კონცეფციის პრინციპების
გათვალისწინებით, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემის სხვა სასამართოებშიც დაიწყო მედიაციების სივრცეების მოწყობის სამუშაოები.
2020 წელს, მედიაციის
სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ბოლნისის, გორის, მცხეთის რაიონული სასამართლოებში. ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება ზემოთაღნიშნული სივრცის მოწყობის სამუშაოები ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში, თელავის და გურჯაანის რაიონულ სასამართლოებში.
2021 წელს დაგეგმილია
მედიაციის სივრცეების მოწყობა: ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოში, ახალციხის, ამბოლაურის,თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოებში, თერჯოლის, ჭიათურის, დედოფლისწყაროს, ქარელის მაგისტრატ სასამართლოებში.