ტელეკომპანია “მთავარი”-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი სადღესასწაულო ღონისძიებებს მართავს და ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
გარდა ამისა, მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ კვებითი მომსახურების ფარგლებში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2020 წლიდან დღემდე პანდემიის პერიოდში, რაიმე მსგავსი მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია “მთავარს" ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმოს ის და თავი შეიკავოს სიცრუის ტირაჟირებისგან.