2020 წლის 11 დეკემბერს საერთო სასამართლოების
დეპარტამენტში შედგა მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნა
ორი საკითხი:
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საერთო სასამართლოების
არქივში დაცული ახმეტის რაიონული სასამართლოს 1947-1962, 1964-1975 წლების სამოქალაქო სამართლის მუდმივად შესანახ საქმეთა, ამავე სასამართლოს
1966-1975 წლების სისხლის სამართლის საქმეთა ანაწერების, აგრეთვე ადიგენის, ასპინძის,
ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს,
დმანისის, დუშეთის, თბილისის, თელავის, მარნეულის,
მცხეთის, რუსთავის, საგარეჯოს, სიღნაღის, ცაგერის, ბაღდათის, ვანის,
ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის ტყიბული, ქუთაისის საქალაქო, ქუთაისის
სააპელაციო, ხარაგაულის, ხონის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ფოთის, ბათუმის, ლანჩხუთის,
ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის შუახევის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურის, ხულოს რაიონული (მაგისტრატი)
და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების, მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან, ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული და სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების
ღონისძიებების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული საქმეების გასანადგურებლად
გამოყოფის შესახებ აქტებისა და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 20 ოქტომბრის №გ-1/343/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2008 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების (შემაკავებელი ორდერი) და მასზე
არსებული საქმის მასალების განადგურებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის №1/196-12წ 2008 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების შენახვის
ვადის განსაზღვრისა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული განადგურებას დაქვემდებარებული
დოკუმენტაციის გასანადგურებლად გამოყოფის
შესახებ აქტების განხილვა.
დოკუმენტების
შემფასებელი ექსპერტიზის შედეგად შედგენილ იქნა მუდმივად
შესანახი სისხლის და სამოქალაქო საქმეთა 3
ანაწერი სულ: 79 შესანახ ერთეულზე,
106 აქტი, 91 948 საქმეზე,
აქედან 3 აქტი სისხლის სამართლის
466 და სამოქალაქო სამართლის
3405 საქმეზე სულ 3877 საქმეზე, 39 აქტი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების საქმეზე, სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების
გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან
დაკავშირებული 43 აქტი, მეწარმის საქმიანობის
შემოწმებასთან დაკავშირებული 20 აქტი და 1 აქტი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა
და დახმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმეზე.
მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის მიერ მოწონებული
იქნა დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგები, საქმეთა ანაწერები და აქტები ა/წლის 15 დეკემბერს შესათანხმებლად
წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიას, ხოლო შეთანხმების, დამტკიცებისა
და ნორიოში მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განადგურების შემდეგ
ეცნობება საერთო სასამართლოების შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს.