საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


     პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობს შენობის წინა ფასადის სრული რეაბილიტაცია, სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსი და სველი წერტილი. შენობაში შიდა გადაგეგმარების შედეგად დამატებით ეწყობა 3 სამუშაო ოთახი. სრული რეაბილიტაცია უტარდება საბადრაგო სივრცეს და საკნებს, სადაც ასევე მონტაჟდება გათბობა-ვენტილაციის სისტემები.