იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო
სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით 2019-2020
წწ. საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვანის მაგისტრატი სასამართლოს შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა სახურავი, განახლდა ფასადი და ინტერიერი, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა ფასადის და ეზოს განათება. შენობა ადაპტირდა შშმპირთათვის და მათთვის მოეწყო ამწე-ლიფტი. განახლდა გათბობის, ელექტროობის და სახანძრო სისტემები.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სასამართლოს შენობის ახალი ავეჯით აღჭურვა.