იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით ფოთის საქალაქო სასამართლოს შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს
შენობა 2000 წელს აშენდა. ის ერთ-ერთია საქართველოში, რომელიც სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა და მისი ფასადის დიზაინი მოსამართლის სავარძლის ანალოგიურ სტილში იყო გადაწყვეტილი. 2004-2007 წლებში შენობის ფასადი სრულად შეიცვალა და ალუკობონდის ფილებით შეიმოსა, რომელიც ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით არაეფექტური გამოდგა, განიცადა კოროზია და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე სასამართლოს პერსონალის და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით აუცილებელი გახდა მისი დემონტაჟი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი ,თანამედროვე მასალებით შენობის ისტორიული იერსახის აღდგენა. შენობის ენერგო ეფექტურობის გაზრდის და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ის შეიმოსება ე.წ. XPS-ის ფილებით. განხორციელდება შიდა ფართების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შეიცვლება სახურავის ორგმინით დახურული გამჭვირვალე გადახურვის ნაწილი. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის.