სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1000 კვ.მ.-მდე დაზიანებული სახურავის საფარი. მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, შენობის გადახურვის ფილის კონსტრუქციამდე მოიხსნა დაზიანებული სახურავი, რის შემდგომაც მოეწყო ქვიშა-ცემენტის გამათანაბრებელი ფენა, დაიგო პირველი ფენა ბიკროსტი (ორთქლიზოლაცია), სახურავის დათბუნების მიზნით დაიყარა პემზა, რომელზეც მოეწყო 4სმ სიგანის ქვიშა-ცემენტის მოჭიმვა. ამ ეტაპზე სახურავზე მიმდინარეობს პირველი და მეორე ფენა ლინოკრომის მოწყობის სამუშაოები.
ზემოთაღნიშნული ტექნოლოგია, მაქსიმალურად ზრდის ბრტყელი გადახურვის მქონე შენობების სახურავების სიცოცხლისუნარიანობას.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირებულ სახურავზე გამოიცვლება არსებული 100მმ დიამეტრის პლასტმასის მილები, უფრო დიდი დიამეტრის 150 მმ ფერადი თუნუქის მილებით, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მილებში წყლის გატარების პრობლემას და მასში სასამართლოს შენობის ირგვლივ არსებული წიწვოვანი ხის ნარგავების წიწვებით გაჭედვის ალბათობას.