იუსტიციის უმაღლეს საბჭოთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა ქარჩავამ და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ შოთა ნიკურაძემ თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს .
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა კოროზირებული შენობის გადახურვა, რეაბილიტაცია უტარდება ფასადს, ეზოს, შიდა ფართებს, საბადრაგო ბლოკს, საპირფარეშოებს. სტანდარტების შესაბამისად ეწყობა შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსი, სველი წერტილი და ტაქტილური ბილიკები.
პროექტის დასრულების შემდგომ შენობა აღიჭურვება ახალი საოფისე ავეჯით და ყველა საჭირო ინვენტარით.