ვანის მაგისტრატი სასამართლოს შენობა 2008 წლის შემდეგ არ გარემონტებულა. შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო: დაზიანებული სახურავი და ფასადი, ინტერიერი. შენობას არ ჰქონდა შესასვლელი პორტალი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2019-2020 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გადაწყდა შენობის სრული რეაბილიტაცია.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით შენობაში მოეწყო შესასვლელი პორტალი, სრული რეაბილიტაცია უტარდება შენობის ინტერიერს და ფასადს, შეიცვალა სახურავი, კეთილმოეწყობა ეზო, რეაბილიტაცია უტარდება გათბობა-გაგრილების სისტემას, რის შემდგომაც შენობა მომარაგდება ცხელი წყლით, განახლდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. შენობაში ეწყობა პანდუსი და ლიფტი შშმ პირთათვის.