საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კოორდინაციაში, მიმდინარე თვის განმავლობაში კორონა ვირუსის გავრცელების   წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში საერთო სასამართლოების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის ოპერატიულად შეძენილ იქნა  : სადეზინფექციო ხელსაცხი ხსნარი  2000 ლიტრი, 11000-მდე პირბადე, 15000 სამედიცინო ხელთათმანი და 900 ერთეულამდე დამცავი ეკრანი.
    ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოებს გადაეცათ დისტანციური თერმომეტრები (32 ერთეული) და შესაბამისი უნიფორმები, შენობა - ნაგებობებს პერიოდულად (საჭიროებისას ყოველდღიურად) უტარდებათ სადეზინფექციო სამუშაოები.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მომავალშიც გაარძელებს კორონა ვირუსის გავრცელების   წინააღმდეგ ანალოგიურ პრევენციულ ღონისძიებებს სასამართლოებიდან მოთხოვნების შესაბამისად.