სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალი ლიფტების სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ძირითარ შენობაში დამონტაჟებული იყო საბჭოური წარმოების 2 ლიფტი, რომელსაც რესტავრაცია ბოლოს 2008 წელს ჩაუტარდა, თუმცა მიუხედავად ამისა ლიფტები ხშირად ზიანდებოდა, ასევე ელ.ენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტებიდან გაჭედილი მგზავრების გამოყვანა გაძნელებული იყო. ლიფტს შეეძლო 3-4 ადამიანის ტრანსპორტირება.
ახალი ლიფტები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გაიზარდა ლიფტების გაბარიტული ზომები და ტვირთამწეობა. ლიფტების ტვირთამწეობა შეადგენს 630 კგ, ანუ განკუთვნილია მინიმუმ 6 მგზავრისთვის. ელ.ენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ახალი ლიფტები აღჭურვილია უწყვეტი კვების ბლოკით- ე.წ. UPS-ით, რაც უზრუნველყოფს უახლოეს სართულზე მგზავრობის დასრულებას და გამოირიცხება მგზავრის გაჭედვა სართულებს შორის.
ამ დროისათვის ექსპლუატაციაში მიღებულია ერთი ლიფტი, მიმდინარეობს მეორე ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები.
სიახლეები