2019 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტების დანერგვა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით:
• სისტემური და ქსელური ინფრასტურქტურის მონიტორინგის, ვიზუალიზაციისა და ანალიტიკის პროგრამის კომპლექსური გადაწყვეტილება
• ქსელური უსაფრთხოების NG-Firewall სისტემა
• ინციდენტების მართვისა და ტექნიკის აღრიცხვის ცენტრალიზებული მენეჯმენტის სისტემა
• დამოუკიდებელი ინტერნეტ რესურსებით სარგებლობის(BGP) უზრუნველყოფა
• სარეზერვო ასლების შემნახველი სისტემები
• ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების სისტემა
• ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის არქიტექტურის შემუშავება და ახალი სისტემებით ჩანაცვლება
IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგის პროგრამის კომპლექსური დანერგვისთვის კომპანიებმა: “Softline Georgia”, “Oberig-IT”, “Solarwinds” სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტს“ გადასცეს პრიზი - "ინფორმაციული ტექნოლოგიების წლის ინოვაციური პროექტი 2019"
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მადლობას უხდის პროექტებში ჩართულ თანამშრომლებს და მონაწილე ინტეგრატორ კომპანიებს.