სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე საერთო სასამართლოების არქივის არსებულ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი საცავის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
18 ოქტომბერს არქივის ახალი შენობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ბატონმა გიორგი მიქაუტაძემ, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბატონმა შოთა ქარჩავამ და საერთო სასამართლოების არქივის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნონა კვაშილავამ გახსნეს.
ახლად მიშენებული საარქივო შენობის ფართი დაახლოებით 360 მ2. შენობა (თითოელი დონის ფართი). შიდა ფართი ორდონიანია, სადაც განლაგებულია სტელაჟები საარქივე საქმეების დასაარქივებლად. შენობის სიმაღლე სახურავის ჩათვლით - 7.3 მეტრამდე აღწევს.
ახალ და არსებულ შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისი აღჭურვილი სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. შემოიღობა და კეთილმოეწყო ეზო, მოეწყო ასფალტო ბეტონის საფარი, ავტოსადგომი (მათ შორის შშმ პირთათვის), გარე განათება, გამწვანების სივრცე, სარწყავი სისტემა. ახლად აშენებული შენობა ადაპტირებული შშმ პირთათვის.
მოქალაქეებისათვის მოეწყო სველი წერტილები და მოსაცდელი.
მოეწყო მაღლივი ბილბორდი განათებით წარწერით „საერთო სასამართლოების არქივი“, რომელიც უადვილებს მომხარებლებს არქივის მოსვლაში ორიენტაციას.
არქივის გეოგრაფიული მდებარეობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დამონტაჟდა მეხამრიდი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ შეძენილი იქნა "RENAULT" ფირმის 6 ერთეული საკურიერო დანიშნულების ავტომობილი: 5 მსუბუქი და 1 მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელთა საზეიმო გადაცემა იმავე დღეს მოხდა .
ოთხი მსუბუქი ავტომობილი გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს , 1 მსუბუქი ავტომობილი- ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, 1 მაღალი გამავლობის ავტომობილი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე გადაეცა -ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.