იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბატონმა შოთა ქარჩავამ 26-29 სექტემბერს სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში მოინახულა ქუთაისის, ფოთის ,ბათუმის საქალაქო , ქუთაისის სააპელაციო ,გორის,ხაშურის,ზესტაფონის ,ოზურგეთის ,ზუგდიდის რაიონული, ქობულეთის,ხელვაჩაურის,ქედის მაგისტრატი სასამართლოები.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებთან, მენეჯერებთან და სასამართლოების სხვა თანამშრომლებთან, გაეცნო საერთო სასამართლოების შენობების მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სასამართლოებში განთავსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
ხაშურის და ზესტაფონის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებთან : ბატონ მევლუდ ხათაშვილთან და შოთა ნიკურაძესთან შეხვედრისას განხილულ იქნა სასამართლო შენობებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები : ხაშურში - საბადრაგოს, ხოლო ზესტაფონში სასამართლო შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ბატონ დიმიტრი გვრიტიშვილთან განხილულ იქნა შენობის მე-3 სართულზე არსებულ სივრცეებში დამატებითი სამუშაო ფართების შექმნის საკითხი. ასევე დათვალიერებულ იქნა დამხმარე შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შოთა ქარჩავასა და სასამართლოს თავმჯდომარის ქალბატონ ნატრული აკობიას შეხვედრაზე განხილულ იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლო შენობის მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების პროცესი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამ სართულიანი ფლიგელის მიშენება.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ფოტის საქალაქო სასამართლო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, შეხვდა აღნიშნული სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ თემურ სიხარულიძეს. კულტურის მემკვიდრეობის სააგენტოსთან პროექტის შეთანხმების შემდგომ, შენობას დაუბრუნდება ძველი, ისტორიული სახე.
სიახლეები