სიახლეები
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა ქარჩავამ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დეტალური დოკუმენტაციის შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების თაობაზე.