იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოებს დეპარტამენტი ახორციელებს ზუგდიდის რაიონული სასამართლო შენობის სრულ მაშტაბიან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს.
არსებულ შენობაზე ხორციელდება დამატებითი ფართის მიშენება და არსებული შენობის სარემონტო სამუშაოები.
მიშენების ნაწილში ჩასხმულია მე-3 სართულის კოლონები. მიმდინარეობს მე-3 სართულის რიგელებისა და გადახურვის ფილის ქარგილის მოწყობა.
არსებული შენობის I და II სართულებზე მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. აყრილია კერამო-გრანიტის ფილები და ქვიშა-ცემენტის მოჭიმვა. II სართულზე კედლებიდან მოხსნილია ქვიშა-ცემენტის ნალესი.
III სართულზე არსებულ შენობაში დასრულებულია შპალერის გაკვრა და სამღებრო სამუშაოები.