საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მთლიანად შეცვალა დაჟანგული ლითონის სახურავი. სახურავი მოეწყო ფერადი მოთუთიებული ლითონის ფურცლებით. სხვენის სრული ვენტილაციის მიზნით მოეწყო 2 სამერცხლული. შეიცვალა წყალდაგამყვანი სისტემა.
პირველ სართულზე განლაგებულ სასამართლო დარბაზში გაიჭრა დამატებითი შესასვლელი კარი, რისი საშუალებითაც მოხდა სასამართლოს არქივის ტერიტორიის გამოთავისუფლება.
სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მოეწყო გარე ლითონის კიბე.