საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ახორციელებს ზუგდიდის რაიონული სასამართლო შენობის სრულ მაშტაბურ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს.
სასამართლოს არსებულ შენობაზე ხორციელდება დამატებითი ფართის მიშენება და აგრეთვე პროექტის მიხედვით მიმდინარეობს არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიშენების ნაწილში ჩასხმულია II სართულის კოლონები. მიმდინარეობს II სართულის რიგელებისა და გადახურვის ფილის ქარგილის მოწყობა.
შენობის I და II სართულებზე მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. დემონტაჟი გაუკეთდა კერამო-გრანიტის ფილებს და ქვიშა-ცემენტის მოჭიმვას. II სართულზე კედლებიდან მოხსნილია ქვიშა-ცემენტის ნალესი.
III სართულზე არსებულ ფართებში დასრულებულია შპალერის გაკვრა და სამღებრო სამუშაოები.