სსიპ საერთო სასამართლოების დაკვეთით ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს შენობის სრული რეაბილიტირების და მიშენების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე ეტაპზე მისაშენებელი ფართის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება , კერძოდ, მოეწყო ქვაბული, შეტანილ და დატკეპნილ იქნა ბალასტი, მოეწყო ბეტონის მოსამზადებელი ფილა, მიმდინარეობს არმატურის მოწყობის სამუშაოები. შენობის მესამე სართულის შიდა კედლებიდან ჩამოიყარა გაჯის ნალესი, მოეწყო სუსტი დენებისა და გათბობის ქსელები, მოეწყო ზღუდარები, ქვიშა-ცემენტის ხსნარით გაილესა კედლები, მიმდინარეობს იატაკების ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვის სამუშაოები.