სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ზესტაფონის, სენაკის, ცაგერის, ამბროლაურის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, სიღნაღის, საჩხერის და ფოთის რაიონულ სასამართლოებში ვიდეო-საკონფერენციო სისტემა დანერგა-აამოქმედა.
ვიდეო-საკონფერენციო სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნულ სასამართლოებში შესაძლებელი გახდა მოწმეების, ექსპერტების, შშმ პირების და სხვა ტიპის დისტანციური ჩართვები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.